Skip to content
18/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ

marshal press 18/11/2026
shalva papuashvili

ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის იმ ანგარიშზე საუბრისას, რომლის თანახმადაც, კომისია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5,5%-დან 7,3%-მდე ზრდის.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების პარალელურად დოკუმენტში შემცირებულია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.

„უკრაინის შემთხვევაში გასაგებია, რომ ომი ბევრ რამეს ხსნის, მაგრამ მოლდოვის შემთხვევაში? ხომ ვხედავთ, რომ ნიშნისმოგებით გვეუბნებიან ხან ევროკავშირის ელჩი, ხან ევროკომისიის წარმომადგენლები, რომ მოლდოვა მეტ სიკეთეს მიიღებს, ვიდრე საქართველო. რაში გამოიხატება ეს სიკეთე? ის დაბალი პროგნოზი, რომელიც ჰქონდათ 2%-ის გარშემო, ისიც კი შეუმცირეს, რადგან არასწორ რჩევებსა და მითითებებს აძლევენ და რაც მთავარია აზიანებენ საკუთარი რჩევებით მოლდოვას.

სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა მოლდოვაში 1 კბმ გაზი მომხმარებლისთვის დაახლოებით 65 თეთრი ღირდა, საქართველოში – 56 თეთრი. დღეს მოლდოვაში მომხმარებლისთვის 1 კბმ გაზი 3 ლარი და 65 თეთრი, საქართველოში ისევ 56 თეთრია. 7-ჯერ გაიზარდა მოლდოვაში გაზის ფასი, სწორედ იმის გამო, რომ ბრიუსელის მითითებებს მიყვებიან, ზრუნავენ არა იმაზე, რომ ჰქონდეთ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები, არამედ როგორმე მიიღონ დადებითი შეფასებები ბრიუსელისგან. აქედან მარტივი დასკვნა, რაც უფრო გაქებს ბრიუსელი ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის. ჩვენთვის ეს არის ტექსტი, რაც უფრო მეტად შეგვაქებს ბრიუსელი, უნდა დავსვათ კითხვა, ეტყობა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი ე.ი. სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი აქედან მოგებაში იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის გაგებით კეთილსინდისიერება ეს არის სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი
Next: შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.