Skip to content
18/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის გაგებით კეთილსინდისიერება ეს არის სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი

marshal press 18/11/2026
shalva papuashvili

ბრიუსელის გაგებით კეთილსინდისიერება ეს არის სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, დღეს ბრიუსელის ღირებულება არის ზურა ადეიშვილის, ნონა წოწორიასა და მიხეილ სააკაშვილის ღირებულება.

„მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ადეიშვილის პერიოდში იყო გენპროკურორის მოადგილე. როდესაც მიდიოდა ქონებების ჩამორთმევა, ტელევიზიებისა და მედიების შეზღუდვა, ძალადობის ნორმალიზება, აი მაშინ, ის იყო გენპროკურორის მოადგილე. ეს ადამიანი, ნონა წოწორია დღეს მოლდოვაში წყვეტს ვინ გახდეს მოლდოვაში მოსამართლე და ვინ გახდეს პრეზიდენტი.

ასეთი წარსულისა და რეპუტაციის ადამიანი ამოწმებს კეთილსინდისიერებას, რომელიც აქ წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო.

რაც შეეხება უკრაინას, იქ პირდაპირ ადეიშვილი ჰყავთ გენპროკურორის მოადგილედ თუ ეგეთ თანამდებობებზე, რომელიც თვითონ იყო ჩართული სასამართლო სისტემაში ხალხის გაშვება-დანიშვნით.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ბრიუსელი ღირებულებებზე, მათი ღირებულება არის ზურა ადეიშვილის, ნონა წოწორიასა და მიხეილ სააკაშვილის ღირებულება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მონტენეგროში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის კეთილსინდისიერების სავალდებულო შემოწმების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტიკური და სამართლებრივი დებატები მოჰყვა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფანტაზიას კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით საზღვარი არ აქვს
Next: შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.