Skip to content
18/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

IMF-ის, WB-ის, EBRD-ის, ADB-ის შემდეგ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკომისიამ გააუმჯობესა

მარშალ პრესი 18/11/2026
myhgkfl3ayv8rwl

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) შემდეგ, საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით ევროკომისიამ გადახედა.

კერძოდ, 17 ნოემბერს გამოქვეყნებული განახლებული პროგნოზის მიხედვით, ევროკომისიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 5.5%-დან 7.3%-მდე გაზარდა.

მანამდე, ოქტომბერში გამოქვეყნებული განახლებული პროგნოზების მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-დან 7.2%-მდე, ხოლო მსოფლიო ბანკმა 5.0%-დან 7.0%-მდე გაზარდა.

სექტემბერში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 6.0%-დან 6.5%-მდე, ხოლო აზიის განვითარების ბანკმა 5.5%-დან 6.3%-მდე გააუმჯობესა.

ამრიგად, ხუთივე საერთაშორისო ორგანიზაციის განახლებული პროგნოზი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ზე მაღალ ზრდას ითვალისწინებს. ამასთან, ყველაზე მაღალი, 7.3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკომისიას აქვს.

საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები:

ევროკომისია | 17 ნოემბერი ზრდა 5.5%-დან 7.3%-მდე;

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) | ოქტომბერი ზრდა 6.5%-დან 7.2%-მდე;

მსოფლიო ბანკი (WB) | ოქტომბერი ზრდა 5.0%-დან 7.0%-მდე;

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | სექტემბერი ზრდა 6.0%-დან 6.5%-მდე;

აზიის განვითარების ბანკი (ADB) | სექტემბერი ზრდა 5.5%-დან 6.3%-მდე.

Post navigation

Previous: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Next: მონტენეგროს კონსტიტუციაში შემოთავაზებული ერთ-ერთი შესწორება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ვეტინგს ითვალისწინებს. დაგეგმილ ცვლილებებს ქვეყანაში მძაფრი კრიტიკა მოჰყვა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.