Skip to content
18/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მარშალ პრესი 18/11/2026
01

იუსტიციის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სასწავლო პროგრამების დანერგვა-განხორციელების მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ორი ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვას: მიწის სამართალი და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამართლებრივი მექანიზმები.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ისე იუსტიციის სამინისტროს მენტორებთან; მოეწყობა ერთობლივი სამუშაო სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და დისკუსიები აქტუალურ იურიდიულ საკითხებზე. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება, აგრეთვე, სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება – სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შექმნა.

მემორანდუმის მიზანია თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტსა და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრს შორის სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური პროფესიონალების აღზრდა.

სამომავლოდ მხარეები პროგრამების თემატიკის გაფართოებას გეგმავენ. არსებულ პროგრამებს დაემატება კურსები ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ასპექტების შესახებ.

 

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: როდესაც მარტა კოსი გამოდის და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს გვაამუნათებს – თუკი ყველა კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშით მართლმსაჯულების, ეკონომიკის, სახელმწიფოს მართვის მოდელით წინ ვართ, მაშინ როგორ ვართ მოლდოვასა და უკრაინის უკან?
Next: IMF-ის, WB-ის, EBRD-ის, ADB-ის შემდეგ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკომისიამ გააუმჯობესა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.