Skip to content
17/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ეკონომიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

marshal press 17/11/2026
mariam kvrivishvili qvrivishvili

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დარგობრივ მინისტრებთან.

შეხვედრების ფარგლებში მხარეები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებს, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი და დირექტორი უსაფრთხოებისა და მონიტორინგის საკითხებში ლევან ცხვედიანი.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

Post navigation

Previous: სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას
Next: თორნიკე ჭეიშვილი: ღიმილისმომგვრელი და არადამაჯერებელია, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, ერთმანეთს გაემიჯნოს. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, ამაყობენ და იმავე ენთუზიაზმს ავლენენ რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.