Skip to content
17/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას

მარშალ პრესი 17/11/2026
penitenciuri samsaxuri

სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და მიუხედავად ამისა იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც ჩვეულებრივად იკვებებიან და თითქოს ეს არის აფრიდონიძეზე ზეწოლა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენს შეკითხვაზე, პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რადგან ოთარ აფრიდონიძემ შიმშილობა გამოაცხადა გუშინ, მედიაში მისი ინტერვიუს გავრცელების შემდეგ და არა რამდენიმე დღის წინ, როგორც ამას ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან აღნიშნავს. დადგენილი წესის შესაბამისად, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ იგი მოთავსდა მოშიმშილეთათის გამოყოფილ საკანში, სადაც განთავსებულია მარტო და იმყოფება 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისად, რეალობას არ შეესაბამება მის მიერ დაწესებულების ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული ბრალდება, თითქოს იგი რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, ხოლო მისი თანამესაკნეები მის თვალწინ იკვებებოდნენ.

მას, როგორც მოშიმშილეს, დაწესებულებაში ჩაუტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

რაც შეეხება მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნას, ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს პენიტენციური კოდექსითა და შესაბამისი დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესით და არა მხოლოდ მსჯავრდებულის პირადი სურვილის საფუძველზე.

Post navigation

Previous: პენიტენციურ დაწესებულებებში მინის მხატვრული დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის საწარმოები მოეწყო
Next: საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.