Skip to content
17/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე დამოკიდებული

მარშალ პრესი 16/11/2026
irakli kobakhidze

ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები  წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში.

„ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე დამოკიდებული, რაც შეეხება დღემდე პროცესის წარმართვას, ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება, ვის მხარეს არის სიმართლე და ვის მხარეს არის კომპეტენცია. ერთი, რომ სიმართლე არ არის ჩვენი ოპონენტების მხარეს და მეორე, სრულიად არაკომპეტენტური ხალხი იცავს რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც არის ძალიან თვალსაჩინო, ამას გეუბნებით პირველ რიგში, როგორც იურისტი, სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები, იურისტები წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
Next: დავით ჩიხელიძე: სასამართლოში გვარამიას გამოსვლა იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები – იგი საკუთარ თავს, წარსულ განცხადებებსა და პოზიციებს ეწინააღმდეგებოდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.