Skip to content
16/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 16/11/2026
irakli garibashvili

საქართველოს მთავარი პროკურატურა პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს:

“ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას და ამიტომ არ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის გამომძიებელს გასაუბრების ფორმატში ინფორმაცია.

აღნიშნულ მოსაზრებას პროკურატურა არ იზიარებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების საფუძველია ინფორმაცია კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, მათ შორის მასმედიაში გამოქვეყნებული.

ამავდროულად, გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელი. თუ ინფორმაცია ბუნდოვანია, ან საჭიროებს დამატებით გარემოებების დაზუსტებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივად, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, საგამოძიებო დანაყოფი განმცხადებელთან გასაუბრების გზით ცდილობს არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ბუნდევანების აღმოფხვრას, რაც სავსებით კანონიერია და სამართალწარმოებისას არასდროს დავის საგანი არ გამხდარა.

მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და ბუნდოვანი. რაც მთავარია, იგი არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, საგამოძიებო ორგანომ განახორციელდა ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრა, დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დეტალების დაზუსტების მიზნით.

საზოაგადოებას შევახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე. ამავდროულად, საგამოძიებო დანაყოფის ხელთ არსებული ინფორმაცია, როგორც აღინიშნა არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, აღნიშნულის საფუძველზე  გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში
Next: ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე დამოკიდებული
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.