Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კარლ ჰარცელმა ოპოზიცია ტყუილში ამხილა – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 14/07/2022
თამთა-მეგრელიშვილი2-640x464-1

„ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიცია ამ ტყუილში ამხილა და განაცხადა, რომ „კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით”- ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით სახელისუფლებო გუნდი დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ყველა მოთხოვნისა და რეკომენდაციის მიმართ მაღალი პოლიტიკური მიმღებლობა გააჩნია.

„რადიკალური ოპოზიცია აწარმოებდა და აწარმოებს ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას, თითქოს კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური პრივილეგიები დაკარგა. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიცია ამ ტყუილში ამხილა და განაცხადა, რომ “მას შემდეგ, რაც ხდება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, კანდიდატის სტატუსის მიღება არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში და შემდგომი წინსვლის წინაპირობა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით”. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოს ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები აქვს, გაწევრიანების მიზანი შეუცვლელია. ამ პროცესში სახელისუფლებო გუნდი დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ყველა მოთხოვნისა და რეკომენდაციის მიმართ მაღალი პოლიტიკური მიმღებლობა გააჩნია. წარმატებები ქართულ სახელმწიფოს!“– წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: სტოლტენბერგი: ნატო კიევის სამხედრო დახმარებაზეა ორიენტირებული და არა – ბლოკში მის გაწევრიანებაზე
Next: საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.