Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სტოლტენბერგი: ნატო კიევის სამხედრო დახმარებაზეა ორიენტირებული და არა – ბლოკში მის გაწევრიანებაზე

მარშალ პრესი 14/07/2022
სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით,  ალიანსი კიევის სამხედრო დახმარებაზეა ორიენტირებული და არა – ბლოკში მის გაწევრიანებაზე.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ შეხვედრაზე თქვა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა ძალა ამჟამად მიმართულია უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, „ახლა ეს არის მთავარი და არა – ნატო-ს წევრობა“.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ იგეგმება უკრაინის სამხედრო ინსტიტუტების მოდერნიზაცია, რათა ეტაპობრივად კიევი ალიანსის წევრობას მიუახლოვდეს.

გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მძიმე, თანამედროვე იარაღის სისტემების მიწოდების გაზრდაზე მუშაობს. ამავე დროს, მან თქვა, რომ ნატო კონფლიქტის მხარე არ არის და მისი პასუხისმგებლობაა „მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ესკალაციის თავიდან აცილება“.

Post navigation

Previous: კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს
Next: კარლ ჰარცელმა ოპოზიცია ტყუილში ამხილა – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.