გიორგი ვაშაძე ბოლო რამდენიმე თვეა პოლიტიკიდან გაქრა და მისი ბოლო აქტივობა 2026 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქცია იყო, როდესაც მოქალაქეებს მოუწოდა ფეისბუქზე დაწერათ პოსტი – საქართველო იმსახურებს უკეთესს.
ამ დღის შემდეგ ვაშაძემ ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობა შეწყვიტა, მათ შორის ფეისბუქზეც.
სად არის და რას საქმიანობს ამჟამად? – ამ კითხვას უპასუხა ზურაბ ჯაფარიძემ და თქვა, რომ ვაშაძე საქართველოში არ არის, თუმცა არ აკონკრეტებს მის ადგილსამყოფელს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ ის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია და გარედან მუშაობს საქართველოსთვის.
“ერთ ქვეყანაში არ არის, სხვადასხვა ქვეყნებშია, ხან სად არის, ხან სად. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რაღაცებში, გარეთ მუშაობს ასე ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება გარეთ ადამიანი”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო ვაშაძის წასვლის მიზეზი მისი შესაძლო დაკავება, ჯაფარიძე ამბობს, რომ მან ურჩია, რომ არ დაბრუნებულიყო საქართველოში, ისევე როგორც მამუკა ხაზარაძეს, რომელიც ასევე გასულია ქვეყნიდან.
