Skip to content
14/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა

მარშალ პრესი 14/11/2026
469b7b9fdbbb300f

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელ მარლონ მორაესს სძლია.

დვალიშვილი პირველ წამებზე 0:2-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ ჩოქბჯენში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა.

„ქვეყნის ხელმძღვანელობას ვთხოვ, გაათავისუფლეთ ის ბიჭები (ჩხუბის მონაწილეები)“, – თქვა ბრძოლის შემდეგ მიმართვისას მერაბ დვალიშვილმა.

როგორც ცნობილია, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) უმსუბუქესი წონის ყოფილ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ჩხუბის ყველა მონაწილე აბუ-დაბიში დააკავეს.

დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებს ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი, რომელიც სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების დროს დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა, ის ლეგენდარულ ურაია ფეიბერს დაუპირისპირდება.

 

Post navigation

Previous: რუსთაველის გამზირზე სამუშაოების გამო 15-16 ნოემბერს რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება
Next: სად არის გიორგი ვაშაძე?
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.