Skip to content
13/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის

მარშალ პრესი 13/11/2026
irakli kobakhidze3

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი სპორტსმენების, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ირაკლი კობახიძე წერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ და სასამართლომ მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

„როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მადლობა მინდა, გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“, – წერს ირაკლი კობახიძე.

Post navigation

Previous: თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა
Next: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.