Skip to content
13/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა

მარშალ პრესი 13/11/2026
tamar chergoleishvili

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ 540 000 ლარის აღების შემდეგ გიორგი თარგამაძემ ეთერიდან დაბლოკა არა მხოლოდ თავად ის, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც.

ჩერგოლეიშვილის თქმით, მან პირისპირ შეხვედრისას აუხსნა თარგამაძეს, რომ ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობისთვის საინფორმაციო მხარდაჭერა არ გაეკეთებინა, თუმცა ამის მიუხედავად, მისივე თქმით, შედეგად მივიღეთ 70-მდე პატიმარი და 30-ზე მეტი აღიარებული ბრალი.

„4 ოქტომბერზე ხომ უსმენთ რა დიმპიტაურსაც აწყობენ საკონსტიტუციოში? აი ამ დიმპიტაურს ჩვენ ვხედავდით 2025 წლის ზაფხულიდან – როცა ეს სიგიჟე გავიგეთ და მერე ბაჩო ახალიას ცოლის კედელი დავათვალიერე და ვნახე რომ მოლოცვებს იღებს ახალაიას პოლიტიკაში დაბრუნების გამო! ვხედავდით, არა იმიტომ, რომ ნათელმხილველები ვართ, არამედ იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი გვესმის – ვიმუშავეთ, ცოდნა შევიძინეთ. უფრო მეტი – წავედი გიორგი თარგამაძეს შევხვდი პირისპირ და ავუხსენი, რაღაც სრულიად გიჟური და უპასუხისმგებლო ისტერიკა ატეხეს, მოლოდინებს ქმნიან, რომელიც არაფერს ეფუძნება გარდა სურვილებისა და საინფორმაციო მხარდაჭერა ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობას არ გაუკეთო მეთქი. არც გამილანძღია, არც მიჩხუბია – უბრალოდ ავუხსენი რაც ხდება, რატომაც ხდება და პასუხისმგებლიანი და გონივრული მიდგომა ვთხოვე. არა ჩემთვის .არამედ იმ ხალხის ინტერესებისთვის, ვინც შეიძლება გაბრიყვებულიყო. მომისმინა. და რა წუთშიც 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობიდან, არა მხოლოდ მე, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც კი ფაქტობრივად ეთერებიდან დაბლოკა. შედეგი? 70-მდე პატიმარი. 30-ზე მეტი აღიარებული ბრალი, რომელსაც დღეს ბიძინას ცირკი საფუძვლად იყენებს პარტიების ასაკრძალად. უწესობა დამღუპველია – მითუმეტეს ოპოზიციაში. უწესობის ფუფუნება ოპოზიციას არ გააჩნია.“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში, შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას
Next: ირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.