Skip to content
13/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა

მარშალ პრესი 13/11/2026
1b4c776c2bde124c

საქართველო ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას შეუერთდა. დოკუმენტი დუბლინში 12 ნოემბერს მიიღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, რომელსაც ხელი 40-მა ქვეყანამ მოაწერა. დეკლარაცია საფრანგეთის ინიციატივით შეთანხმდა.

დოკუმენტის ხელმოწერით საქართველო ადასტურებს სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების მხარდაჭერას. დეკლარაცია აღიარებს სახელმწიფოების უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საგარეო ურთიერთობები და თავად გადაწყვიტონ, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ სამხედრო ალიანსში გაწევრიანდნენ.

ამასთან, დეკლარაციაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა უკრაინის საკითხს. ხელმომწერი ქვეყნები ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მშვიდობის პირობები უკრაინის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები კი ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე არ უნდა გადაწყდეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას უცხოური საინფორმაციო ჩარევის, ტერორიზმის, ჰიბრიდული საფრთხეების, კიბერშეტევების, ნარკოტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგაც.

დეკლარაციაში საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასთან ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.

დოკუმენტის ხელმოწერით ქვეყნებს კოლექტიური თავდაცვის ავტომატური ვალდებულება არ ეკისრებათ. დეკლარაცია არსებული საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპებისა და ევროპული უსაფრთხოების მექანიზმების მხარდაჭერას ემსახურება.

საქართველოს დელეგაციას სამიტზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.

Post navigation

Previous: ვიქტორ ჯაფარიძე: მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება – საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა
Next: არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს იმაზე, როგორ უჭერდნენ დამხობას მხარს 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბრის შემდეგაც. ახლაც ფიქრობენ, რომ ძალადობრივად უნდა შეიჭრან ადმინისტრაციულ შენობებში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.