Skip to content
13/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიქტორ ჯაფარიძე: მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება – საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა

მარშალ პრესი 13/11/2026
viktor

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული განვითარების მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობდნენ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, მთის კურორტების დაფინანსების ზრდასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

დეპუტატმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს სთხოვა, დაეზუსტებინა, რას მოხმარდებოდა გაზრდილი თანხები. „ბატონო გიორგი, მოხსენებაში თქვენ აღნიშნეთ, რომ მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება. საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა?“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. დეპუტატის კითხვის პასუხად, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ მთის კურორტების განვითარებისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტში 80 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 22 მილიონი წელს დაწყებულ პროექტებს მოხმარდება. მისივე თქმით, გუდაურში ორი პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია. პროექტები მიმდინარე წელს დაიწყო და მომდევნო წელს დასრულდება. გარდა ამისა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ახალი საბაგიროების მშენებლობა იგეგმება როგორც ბაკურიანში, ისე მესტიაში.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?
Next: საქართველო ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.