Skip to content
12/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები

მარშალ პრესი 12/11/2026
irakli kobakhidze1

კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ხელისუფლების სახელით და ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს.

„იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც იყო მაშინ ხელისუფლებაში. ამ პარტიამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების სახელით მაშინ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები. იგივე, 2008 წელს, ომთან მიმართებაში. როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ფორმალურად, ხელისუფლების სახელით, მაგრამ ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს, შესაბამისად, ასეთი განცხადებები არის არა მარტო უპასუხისმგებლობის, არამედ არაკომპეტენტურობის გამოვლინება. მათ არ აქვთ რესურსი, რომ დაიცვან საკუთარი თავი, იმიტომ, რომ არ აქვთ ობიექტურად არგუმენტები. ასეთ პირობებში, უწევთ ისეთი განცხადებების კეთება, რომელიც აცდენილია სიმართლეს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის
Next: პრემიერი – ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადება გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.