Skip to content
12/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის

მარშალ პრესი 12/11/2026
irakli kobakhidze02
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა. რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით კაია კალასის განცხადებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში მაინც გაითვალისწინებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებს.
„ჩვენ ამაში, პრინციპში, ვერ ჩავერევით, ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ ევროკავშირი და აშშ. რა თქმა უნდა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინება და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გათვალისწინება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა. რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის. ყველას ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, თუ რა გაგრძელება მოჰყვებოდა კონკრეტულ პროცესებს, მაგალითად 2013 წელს და მოგვიანებით. შესაძლებელი იყო უკრაინაში როგორც პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ომი შემდგარიყო და რუსეთი შეჭრილიყო უკრაინაში. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. არავინ გაითვალისწინა უკრაინელი ხალხის ინტერესები. იმედია ახლა, ამ მოლაპარაკების პროცესში მაინც გაითვალისწინებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებს,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს
Next: ირაკლი კობახიძე – კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.