Skip to content
12/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი

მარშალ პრესი 12/11/2026
eva gotsiridze

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნის, ასევე ინდივიდუალური დანაშაულისა და დაუსჯელობის პრაქტიკის საკითხებზე ისაუბრა.

გოცირიძის განმარტებით, პარტია და სახელმწიფო ცალ-ცალკე ინსტიტუციებია, თუმცა მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო, მიხეილ სააკაშვილი კი ერთდროულად წარმოადგენდა როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, ისე მმართველი პარტიის ლიდერს.

ევა გოცირიძის განცხადებით, ინდივიდუალური დანაშაული პარტიას ვერ შეერაცხება, თუმცა განსხვავებული ვითარებაა, როდესაც პარტიის პოლიტიკა დანაშაულის მიმართ შემგუებლურ დამოკიდებულებასა და დაუსჯელობის პრაქტიკას გულისხმობს.

„ზოგადად, პარტია და სახელმწიფო ცალ-ცალკე ცნებები და ინსტიტუციებია, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მმართველ პარტიაზე, რომელიც განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც განახორციელებს სახელმწიფოში. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ქვეყანაში სხვა წყობა იყო – ეს იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, სადაც, ვიცით, რომ პრეზიდენტი ერთდროულად სახელმწიფო მეთაურიც არის და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც.

ამავდროულად, პრეზიდენტს არ ეკრძალებოდა ყოფილიყო პოლიტიკური პარტიის წევრი და ლიდერი, ანუ მიხეილ სააკაშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, იმავდროულად იყო სახელმწიფოს მეთაური და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. აი, ეს მოცემულობა, აბსოლუტურად უდავო მოცემულობა, არ გვაძლევს იმის საკმარის საფუძველს, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა მმართველი პარტიის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, იმავდროულად შეერაცხოს მმართველ პარტიას.

და მეორე, რაც შეეხება ინდივიდუალურ დანაშაულს, ცხადია, ინდივიდუალური დანაშაული არ შეიძლება შეერაცხოს პარტიას, მაგრამ თუ პარტიის პოლიტიკა არის შემგუებლური დამოკიდებულება და დაუსჯელობის პრაქტიკა, ასეთ დროს სრულიად სხვაგვარი ვითარება წარმოიშობა ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, იმიტომ, რომ, როგორც წინა გამოსვლაში აღვნიშნე, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. თუ არის დაუსჯელობა ქვეყანაში დანაშაულის, ეს, რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი.“ – განაცხადა გოცირიძემ.

Post navigation

Previous: პრემიერი – ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც მნიშვნელოვანწილად ევროპის სივრცეში მიმდინარე ომებსაც უკავშირდება, მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც გვსურს, ტრადიციული ევროპის ნაწილი ვიყოთ
Next: “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.