Skip to content
11/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები

მარშალ პრესი 11/11/2026
irakli kobakhidze02
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები. ამ თვალსაზრისით, გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ, მათ შორის მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და იმ უარყოფით ტენდენციებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობას უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპაში მიმდინარე პროცესები შეშფოთების საფუძველია.
“ჩვენთვის ეს პროცესები შეშფოთების საფუძველია. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია აღნიშნულ საკითხზე უფრო სიღრმისეულადაც ვისაუბროთ. ამრიგად, პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ერად მივიჩნევთ, არის ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები და კულტურა – საქართველოს ევროპული კულტურული იდენტობა,”- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
Next: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.