Skip to content
11/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით

მარშალ პრესი 11/11/2026
irakli kobakhidze
ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველო  ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება.
„მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ. ეს ღირებულებებს ეფუძნება და ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. სწორედ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად. ჩვენ ერთგული ვრჩებით ტრადიციული ევროპული ღირებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო გეოგრაფიულად გარკვეულწილად მოწყვეტილი იყო ევროპას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საქართველომ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, მოგვიანებით, 2024 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით, თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა
Next: პრემიერი – ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.