Skip to content
11/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს

მარშალ პრესი 11/11/2026
davit chikhelidze

მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა და ღირებულებებს, რომელთა დაცვაზეც საუბრობს – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, რწმენისგან რომ თვითონ დაიცალა, მისივე ეპარქიის შესახებ წლების განმავლობაში გავრცელებული ცნობებიც საკმარისია: კრიმინალების შეფარება, განგსტერული გარჩევები, სასულიერო პირების საკუთრებაში არსებული უზარმაზარი ქონება და არაერთი სხვა ცნობა, რომელიც ქრისტიანობის და ღრმა სულიერი მდგომარეობის გამოვლინება არ არის.

„სამწუხაროა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ასეთი დაცემა და რწმენისგან დაცლა. ეკლესია პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი არ არის, სასულიერო პირს, რიგით ადამიანზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, ქადაგება სიმართლის სიცრუეზე გამარჯვებას უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით, სიცრუის გამარჯვებას და გავრცელებას.
მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა და ღირებულებებს, რომელთა დაცვაზეც საუბრობს.

იმის დასტურად, რომ რწმენისგან თვითონ დაიცალა, მისივე ეპარქიის შესახებ წლების განმავლობაში გავრცელებული ცნობებიც საკმარისია: კრიმინალების შეფარება, განგსტერული გარჩევები, სასულიერო პირების საკუთრებაში არსებული უზარმაზარი ქონება და არაერთი სხვა ცნობა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ქრისტიანობის და ღრმა სულიერი მდგომარეობის გამოვლინება არ არის.

ზოგადად სხვისი რწმენისგან დაცლაზე საუბარი მაშინ არის განსაკუთრებით უხერხული, როდესაც საკუთარ სულიერ პასუხისმგებლობაზე პასუხი არ გაქვს.
მათეს სახარებაში წერია: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“

სწორედ ასე უნდა ფასდებოდეს სასულიერო პირიც, არა წოდებითა და პოლიტიკური განცხადებებით, არამედ საკუთარი რწმენით, საქმითა და პირადი მაგალითით. ამბიონი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ადგილია და არა პოლიტიკური ამბიციების რეალიზების საშუალება. არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

მაგრამ რას ვიზამთ, როგორც ჩანს, არჩევანი უკვე გაკეთებულია, წილი ნაყარია და უკან დასახევი გზა აღარ არის. პასუხისმგებლობა, ყველას საკუთარ არჩევანზე და სიტყვებზე ეკისრება.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: გიორგი გამსახურდია მეუფე იობზე: საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას, აგენტურის აგენტურა რომ არ გამოესარჩლოს, აბა როგორ იქნება?
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.