Skip to content
11/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი გამსახურდია მეუფე იობზე: საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას, აგენტურის აგენტურა რომ არ გამოესარჩლოს, აბა როგორ იქნება?

მარშალ პრესი 11/11/2026
giorgi gamsakhurdia

გიორგი გამსახურდია მეუფე იობის ქადაგებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ აპურებდნენ მას და მისგვარ მეუფეებს, რის შემდეგაც ის გახარიამ გადაიბარა.

გამსახურდიას თქმით, პატრიარქობის მსურველ ელგუჯა აქიაშვილს ვერასდროს ექნება შიოს შესატყვისი წესიერება, პატიოსნება და სუფთა წარსული, რომელიც მისი ეპარქიის სიღრმეებში არსებულ სიბნელეში ნაკლებად მოიძებნება.

„საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას, აგენტურის აგენტურა, რომ არ გამოესარჩლოს, აბა როგორ იქნება? 9 წელი აპურებდა მიშა და ნაცმოძრაობა მეუფეს და მისგვარ მეუფეებს და შესაბამისად, ვალშიც არიან ზოგიერთები. მერე ელგუჯა აქიაშვილი, გახარიამ გადაიბარა, მთელი თავისი “ჯიგრული პონტებით” და თავის მოადგილესთან ერთად, სულ გვერდში ეჯდა.
ბოლოს, კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო და იქნებ, პატრიარქი გავხდეო.

ვერ გაუტოლდა შიოს და ვერც ვერასდროს ვერ გაუტოლდება, სულ რომ საუკუნეები იცოცხლოს, მაგას წესიერება, პატიოსნება და სუფთა წარსული ჭირდება, რომელიც მისი ეპარქიის სიღრმეებში არსებულ სიბნელეში, ნაკლებად მოიძებნება.“- წერს გიორგი გამსახურდია.

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი: მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია
Next: დავით ჩიხელიძე: არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.