Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“

მარშალ პრესი 10/11/2026
giorgi kaxiani

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური დარღვევა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენდა.

მისი თქმით, სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებითაც არის გამყარებული.

კახიანის განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ადამიანის უფლებების დაცვაა და მათი სისტემური დარღვევა კონსტიტუციური წყობილების დამხობას ნიშნავს.

„როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობას ვედავებით მოპასუხე მხარეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ნაწილში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო მრავალი კომპონენტისგან შედგება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ადამიანის უფლებებია. 2003-2012 წლებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური და სისტემატური დარღვევა სადავო არ არის. ამ ნაწილში ჩვენი სარჩელი გამყარებულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ისე ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით. ბუნებრივია, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“, – განაცხადა კახიანმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ფონ დერ ლაიენის შეხვედრა ბულგარეთის ხელმძღვანელობასთან, ფონად კი, მფრინავი პომიდვრები, თვალსაჩინოდ ასახავს ბრიუსელის „ევროპის ერთიანობის“ ნარატივის კრახს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.