Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ფონ დერ ლაიენის შეხვედრა ბულგარეთის ხელმძღვანელობასთან, ფონად კი, მფრინავი პომიდვრები, თვალსაჩინოდ ასახავს ბრიუსელის „ევროპის ერთიანობის“ ნარატივის კრახს

marshal press 10/11/2026
david kartvelishvili1

აღმოსავლეთ ევროპა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სუბსიდიების სანაცვლოდ ევროკავშირის დირექტივების უსიტყვო შემსრულებლის როლს აჩვევდნენ, სულ უფრო მეტად უარყოფს ევროსტრუქტურების მკაცრ იდეოლოგიურ საფუძველზე აგებულ პოლიტიკას, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ბულგარეთში ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტს ეხმიანება.როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, პარტია „აღორძინების“ აქტივისტები ევროკომისიის პრეზიდენტს პროტესტით დახვდნენ. პროტესტის ფორმა კი, აშკარად მიანიშნებს ბულგარეთსა და ევრო ბიუროკრატებს შორის არსებულ ღრმა მენტალურ და პოლიტიკურ კრიზისზე.

„ვარნაში გამართული საპროტესტო აქცია არც იზოლირებული ინციდენტია და არც უბრალოდ თვალისმომჭრელი სატელევიზიო კადრები, რომლებშიც ურსულა ფონ დერ ლაიენის ესკორტის მიმართულებით კვერცხებსა და ბოსტნეულს ისვრიან. ის ფაქტი, რომ პარტია „აღორძინების“ აქტივისტები ევროკომისიის პრეზიდენტს უმაღლესი საზღვაო სამხედრო სასწავლებლის კედლებთან ლოზუნგით – „ვარნას მშვიდობა სურს და არა ომი!“ დახვდნენ, ბულგარეთში არსებულ ღრმა მენტალურ და პოლიტიკურ განხეთქილებაზე მიუთითებს.მაშინ, როდესაც ოფიციალური სოფია ბრიუსელისადმი სრულ ლოიალობას დემონსტრირებს, შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზაციისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების საკითხებს განიხილავს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კატეგორიულად უარს ამბობს სხვისი გეოპოლიტიკური თამაშების პლაცდარმის როლი შეასრულოს.

ფონ დერ ლაიენის შეხვედრა ბულგარეთის ხელმძღვანელობასთან, ფონად კი, მფრინავი პომიდვრები, თვალსაჩინოდ ასახავს ბრიუსელის „ევროპის ერთიანობის“ ნარატივის კრახს.აღმოსავლეთ ევროპა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სუბსიდიების სანაცვლოდ ევროკავშირის დირექტივების უსიტყვო შემსრულებლის როლს აჩვევდნენ, სულ უფრო მეტად უარყოფს ევროსტრუქტურების მკაცრ იდეოლოგიურ საფუძველზე აგებულ პოლიტიკას. რეგიონის ქვეყნებისთვის სამხედრო კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობის თავსმოხვევის მცდელობა თვითგადარჩენის ფუნდამენტურ ინსტინქტს ეჯახება: ბულგარეთის მოქალაქეები ხედავენ, რომ ევროკომისიის მილიტარისტული რიტორიკა პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც მათ უსაფრთხოებას, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას.ვარნას ინციდენტი მნიშვნელოვანი ტექტონიკური ძვრის მაჩვენებელი გახდა: ანტი ევრო ბიუროკრატიულმა ფრონტმა, რომელიც აქამდე ძირითადად უნგრეთთან ან მემარჯვენე-კონსერვატიული მთავრობების მმართველობის პერიოდში პოლონეთთან ასოცირდებოდა, აღმოსავლეთ ევროპის მთელ ფლანგზე ღრმად გაიდგა ფესვები. ევროსკეპტიციზმი აღარ არის მარგინალური ჯგუფების პრივილეგია.

ის რეალურ პოლიტიკურ ძალად იქცა, რომელსაც ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეუძლია. პარტია „აღორძინებამ“ მხოლოდ საზოგადოების დაგროვილი უკმაყოფილების კონცენტრირება მოახდინა: ეს არის გარედან ნაკარნახევი კურსით, მზარდი ინფლაციით, ენერგეტიკული კრიზისითა და თავსმოხვეული დღის წესრიგის აგრესიული პროპაგანდით გამოწვეული დაღლილობა. ბრიუსელი, როგორც ევრო ბიუროკრატიის ცენტრი, ფაქტობრივად, საკუთარი მოქალაქეების მხრიდან სიმბოლურ ალყაში მოექცა.ევრო ბიუროკრატია მიჩვეულია წევრი ქვეყნების მართვას ფინანსური ბერკეტებითა და ბიუროკრატიული ზეწოლით. ამასთან, სრულიად უგულებელყოფს ცალკეული სახელმწიფოების რეალურ ინტერესებსა და ეროვნულ სუვერენიტეტს. თუმცა, ვარნას ქუჩების რეაქცია ადასტურებს: ამ სისტემის გამძლეობის რესურსი იწურება. როდესაც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირების ესკორტს აღშფოთებული მოქალაქეების ბარიერების გარღვევა უწევს, ევროკავშირის ინსტიტუტების ლეგიტიმაციის სისტემური კრიზისისთვის თვალის დახუჭვა უკვე არა მხოლოდ რთული, არამედ თავად ევროკავშირის მომავლისთვის სასიკვდილოდ სახიფათო ხდება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: თორნიკე ჭეიშვილი: როცა საუბარია 2004-2012 წლებზე, მხედველობაშია მისაღები ის მმართველობითი მოდელი, რომელიც იყო მკაცრად ცენტრალიზებული. სისტემატურობა ამ საქმიანობის, რომელიც შესაბამის პირებს უკავშირდებოდა, გვაძლევს მოცემულობას, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის ადეკვატური შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის
Next: გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.