Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“

marshal press 10/11/2026
giorgi kaxiani

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური დარღვევა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენდა.

მისი თქმით, სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებითაც არის გამყარებული.

კახიანის განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ადამიანის უფლებების დაცვაა და მათი სისტემური დარღვევა კონსტიტუციური წყობილების დამხობას ნიშნავს.

„როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობას ვედავებით მოპასუხე მხარეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ნაწილში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო მრავალი კომპონენტისგან შედგება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ადამიანის უფლებებია. 2003-2012 წლებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური და სისტემატური დარღვევა სადავო არ არის. ამ ნაწილში ჩვენი სარჩელი გამყარებულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ისე ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით. ბუნებრივია, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს. ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“, – განაცხადა კახიანმა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმას, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს
Next: თორნიკე ჭეიშვილი: როცა საუბარია 2004-2012 წლებზე, მხედველობაშია მისაღები ის მმართველობითი მოდელი, რომელიც იყო მკაცრად ცენტრალიზებული. სისტემატურობა ამ საქმიანობის, რომელიც შესაბამის პირებს უკავშირდებოდა, გვაძლევს მოცემულობას, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის ადეკვატური შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.