Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

10/11/2026

„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს, მირეია აგუეროს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჰონდურასს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობა, ასევე, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვისათვის მზაობა.

ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობებს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Post navigation

Previous: ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო გაცემული ფულადი დახმარების სამართლებრივი დაცვა აღსრულების პროცესში ახლებურად დარეგულირდება
Next: არჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმას, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.