Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

ექსპერტი შოთა თხელიძე: ჩინური ინტერესის შემოსვლა გარკვეულწილად, უსაფრთხოების ბალიშს გვიქმნის, რომ არ აღმოვჩნდეთ საფრთხის ქვეშ როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან

10/11/2026

ჩინური ინტერესის შემოსვლა გარკვეულწილად, უსაფრთხოების ბალიშს გვიქმნის, რომ არ აღმოვჩნდეთ საფრთხის ქვეშ როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, შოთა თხელიძემ.

მისივე თქმით, დივერსიფიკაციის პოლიტიკა საქართველოსთვის დღის წესრიგში დადგა უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე.

„ერთგანზომილებიანი საგარეო პოლიტიკით, რომელსაც აქამდე ატარებდა საქართველო, ჩვენს უსაფრთხოებას გამოწვევები ექნებოდა არა მხოლოდ უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში, არამედ დღეს უკვე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.

რეალურად ჩვენ რეგიონში, ირანის სახით ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე გვყავს, რომელსაც აქტიური საგარეო პოლიტიკა აქვს. შეგახსენებთ ირანელი მაღალჩინოსნების განცხადებებს: მის ახლო-მახლო რეგიონში ქვეყნები, რომლებიც იქნებიან გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის, ისინი ირანის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდებიან.

ამიტომ, ეს გამოწვევები, რომელიც ჩვენ შეგვექმნა ბოლო წლების განმავლობაში როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან ამან გვაიძულა ჩვენ, რომ ანგარიში გაგვეწია ამ საერთაშორისო მოთამაშეების ინტერესებისთვის. ეს რომ ჩვენ არ გაგვეკეთებინა, ჩვენ ორმაგი უსაფრთხოების წნეხის ქვეშ ვიქნებოდით როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან. ასევე, ჩინური ინტერესის შემოსვლა გარკვეულწილად, უსაფრთხოების ბალიშს გვიქმნის, რომ არ აღმოვჩნდეთ საფრთხის ქვეშ როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან. ასე, რომ საკმაოდ რთული კონფიგურაცია დგება ჩვენს გარშემო, ტრანზიტული პერიოდი, სადაც ჯერჯერობით მყარი პოლიტიკები არ არსებობს“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.

მისივე თქმით, სანამ კონფლიქტები არ დასრულდება და ძალაუფლების ცენტრები არ გამოიკვეთება, მანამდე რთული იქნება საქართველომ გამოკვეთოს საგარეო პოლიტიკის ვექტორები.

Post navigation

Previous: ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „რობერტ სტურუა (უფროსი)“ პრეზენტაცია გაიმართა
Next: შოთა თხელიძე: პატარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მსხვერპლის პოზიციაში არ აღმოჩნდეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.