Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • კულტურა

ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „რობერტ სტურუა (უფროსი)“ პრეზენტაცია გაიმართა

10/11/2026

ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „რობერტ სტურუა (უფროსი)“ პრეზენტაცია გაიმართა, – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, გამოცემა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფერმწერისა და მონუმენტალისტის, საქართველოს სახალხო მხატვრისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, რობერტ სტურუას დაბადებიდან 110 წლისთავს.„კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული ალბომი ასახავს გამორჩეული ხელწერის მქონე ხელოვანის შემოქმედებას, მათ შორის, ღვაწლს ქართულ მონუმენტურ, მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობაში, ასევე, ქართული ლიტერატურის კლასიკოსების ნაწარმოებების ილუსტრირების შექმნაში. რობერტ სტურუა ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია, ვინც ეპოქის დოგმების პარალელურად, სრულიად დამოუკიდებელი და მკაფიო ინდივიდუალური ხელწერის შექმნა შეძლო.წიგნ-ალბომის წარდგენის ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო.„რობერტ სტურუა უფროსის შემოქმედება სათანადოდაა დაფასებული როგორც პროფესიულ წრეებში, ისე ხელოვნების მოყვარულთა შორის, თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს უნიკალური მემკვიდრეობა უფრო ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის იყოს ცნობილი და ხელმისაწვდომი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს გამოცემაც. საქართველოს კულტურის სამინისტრო კი, როგორც ამ პროექტის მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, მომავალშიც განაგრძობს ამ ტიპის ინიციატივების ხელშეწყობას“, – აღნიშნა ნათია შამათავამ.პროექტისა და იდეის ავტორია რეჟისორი რობერტ სტურუა, ხოლო ტექსტის ავტორი – ირინე აბესაძე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: ოპონენტებს როდესაც უსმენ, უცხოელია თუ ადგილობრივი, მთავარ თემად განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწვდიან შემდეგ ფორმულირებას, თითქოს ჩვენ ხვალ-ზეგ უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში და ვინაიდან თვითნებური დაკავებებია, პარტიების გაუქმებას ვაპირებთ, ამის გამო ეს ვერ მოხდება. ამ დროს თვითონ გაწევრიანების პროცესი საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნების ქვეშ დააყენეს
Next: ექსპერტი შოთა თხელიძე: ჩინური ინტერესის შემოსვლა გარკვეულწილად, უსაფრთხოების ბალიშს გვიქმნის, რომ არ აღმოვჩნდეთ საფრთხის ქვეშ როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.