Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება – სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს

მარშალ პრესი 10/11/2026
eka sepashvili1

„მსურს გამოვეხმაურო ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც თვალნათლივ ცხადყოფს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება. ომში ჩართვის საფრთხე, ქვეყნის შიდა სტაბილურობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ დღის წესრიგშია,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო და აბსურდული განცხადებები და მიდგომები ზიანს აყენებს ევროკომისიის რეპუტაციას და საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესსაც.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება და მისი ინსტრუმენტად გამოყენება.

„მსურს გამოვეხმაურო ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც თვალნათლივ ცხადყოფს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება. ომში ჩართვის საფრთხე, ქვეყნის შიდა სტაბილურობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ დღის წესრიგშია.

ასევე აშკარაა, რომ საქართველოს პოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება და თანდათან ევროკავშირისთვის სულ უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა დაკავშირებადობის მიმართულებით მისივე ეკონომიკური თუ პოლიტიკური კეთილდღეობისთვის. თუმცა, ჩვენ დღეს რას ვხედავთ? ვხედავთ იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება კვლავ გრძელდება.

ამ ანგარიშში ჩვენ ვხედავთ მოთხოვნებს, რომლებსაც თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ეს თანამედროვე ბიუროკრატია ცდილობს, საქართველო მხოლოდ თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. ეს მიზნები კი, ამ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ემთხვევა.

როგორც ჩანს, ამ მიზნების განხორციელებაში მათ ყველაზე მეტად ხელს უშლის ის კანონები, რომლებიც ასე წარმატებით იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და, რაც მთავარია, ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას.

ფაქტია, რომ ასეთი უსამართლო და აბსურდული განცხადებები და მიდგომები ზიანს აყენებს ევროკომისიის რეპუტაციას და საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესსაც. ჩვენ დღეს ვისმენთ, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარეს ბრალს სდებს, თითქოს ჩვენ არ გვსურს დიალოგის დაწყება და დიალოგის დასაწყებად საქართველომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას – ეს არის სრული აბსურდი.

ეს ევროკავშირის მხრიდან ძალიან მარტივი მანიპულაციაა, იმიტომ, რომ დიალოგის დაწყებას არავითარი ნაბიჯები არ სჭირდება. დიალოგის დასაწყებად საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება, მრგვალ მაგიდასთან დასხდომა და თუნდაც ევროკავშირისთვის პრობლემური საკითხებისა და კანონების მუხლობრივად განხილვა. მაგრამ სწორედ ამის მოსმენა და გაკეთება არ სურს ევროკავშირს, რადგან ამ საკითხებში საქართველო პირნათელია და ამ კანონების განხორციელების პროცესში არსად ირღვევა ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და არც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ეს არის სიმართლე.

დასკვნის სახით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება და მისი ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც გონიერება ჰყოფნის და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასევე იქნება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს
Next: ზურაბ ქადაგიძე: როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი – ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.