Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს

მარშალ პრესი 10/11/2026
ARCHIL GORDULADZE12

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ანა წითლიძის განცხადებები გააკრიტიკა.

მისი თქმით, წითლიძე საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ინფორმაციის 80%-ს სიცრუეს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ასობით გვერდს მოიცავს და მასში საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებია განხილული.

„საკითხი, რომელზეც პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია, ანა წითლიძის განცხადებებს ეხება. ქალბატონი ანა თავისი გამოსვლის დროსაც საუბრობდა, რომ საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ფაქტები „აბსოლუტური ტყუილია“. დღესაც გაიმეორა, რომ საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ინფორმაციის 80% -ი სიცრუეა. რას უწოდებს ქალბატონი ანა ტყუილს? იმის გათვალისწინებით, რომ თქვენთვისაც უმნიშვნელოვანესია, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, საჭიროა, ამ საკითხზე პოზიცია დაფიქსირდეს.
როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები – როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე – ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ქალბატონი ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს.“ – განაცხადა გორდულაძემ.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე
Next: ეკა სეფაშვილი: საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება – სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.