Skip to content
13/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობა N140 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

მარშალ პრესი 07/11/2026
894952115_1598328732336580_8913247157407509099_n
დიდუბის რაიონის გამგეობა N140 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, განახლდება სპორტული დარბაზის შიდა სივრცე, იატაკი, ჭერი, ელექტროგაყვანილობა და განათების სისტემა. შეიცვლება ვიტრაჟების დაზიანებული მინები, მოეწყობა დამცავი ბადეები, ასევე, ვაჟებისა და გოგონებისთვის განკუთვნილი გასახდელები შესაბამისი სანიტარული კვანძებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლის მე-4 სართულზე არსებულ სანიტარულ კვანძებს, მოწესრიგდება ცენტრალური ელექტროფარი და განახლდება გათბობის სისტემა.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი გაეცნენ. მათ სკოლის დირექციასთან არსებული მდგომარეობა და სკოლის სხვა საჭიროებები განიხილეს.

Post navigation

Previous: სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს
Next: ირაკლი კობახიძე – ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.