Skip to content
07/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

მარშალ პრესი 07/11/2026
penitenciuri samsaxuri

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს.

საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული. რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, თუმცა ეს არის წახალისების ერთ-ერთი ფორმა და არა დირექტორის ვალდებულება. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამ ფორმით დანიშნული პაემნითაც ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ უსარგებლია. ამიტომ დაცვის მხარის განცხადებები რაიმე სახის შეზღუდვაზე სრულიად უსაფუძვლოა. უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხზე განმარტების გაკეთება რამდენიმე თვის წინაც მოუწიათ, როდესაც მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ დანიშნული პაემანი გაუქმდა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მაშინაც და ახლაც, მსჯავრდებულისთვის დამატებითი პაემანი არ ყოფილა ჩანიშნული, შესაბამისად, მისი გაუქმებაც ვერ მოხდებოდა.

Post navigation

Previous: საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ისეთი იარაღის გამოყენების ბრძანება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იყოს მასის კონტროლისთვის და რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება
Next: ირაკლი კობახიძე – ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.