„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს კომისიის დასკვნის დართვა არ უნდოდათ იმიტომ, რომ ამ დასკვნაში მითითებულია, ცნობილი კასტილებიანი კაცის აღიარება, თუ როგორ აუპატიურებდა იგი მაგიდაზე დასკოჩილ ადამიანს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ქალბატონი წითლიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ არაფერი დარღვევა არ ყოფილა,- პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
გორდულაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების 80% 2004-2012 წლებს მიემართება, სადაც დაფიქსირებულია წამების, სიცოცხლის ხელყოფისა და ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვის ფაქტები, ხოლო ეს პარტიები ამ ყველაფერს დღემდე არ ემიჯნებიან.
„კოლექტიურ ნაცმოძრაობას პრობლემები აქვთ ფაქტებთან, ისინი უბრალოდ ამ ფაქტებს არ აღიარებენ, არ ცნობენ, ამავდროულად არ ემიჯნებიან იმ დანაშაულებრივ ქმედებებს რომელთა დაკავშირებითაც აწ უკვე სასამართლოში არის ასეულობით საქმე, შეგახსენებთ, რომ ორას ოცდაშვიდი საქმის სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 80% მიემართება 2004-2012 წლებს, იმ საქმეებს სადაც დაფიქსირებულია ადამიანების წამების, სიცოცხლის ხელყოფის, რეკეტის, სამართლიანი სასამართლოს პრინციპების, პირადი ცხოვრების პრინციპების ფეხქვეშ გათელვა, და ამ სისტემის შექმნაში მონაწილეობდნენ ეს კონკრეტული პარტიები, ან მას მხარს უჭერენ და არ ემიჯნებიან, მათთან ერთად კოალიციებს მართავენ და საუბრობენ მერე, რომ კოალიციები უბრალოდ არ გვქონიაო, აი მაგალითისათვის, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ გვქონდა განხილვა, სადაც ესწრებოდა „გახარიას“ წარმომადგენელი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირის გამო გახდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და სამი დღის განმავლობაში ამ პოზიციას იკავებდა და შემდეგ ურცხვად ამტკიცებდა, ისევ კომიტეტის სხდომაზე თითქოს აქ კოალიცია არ ქონია.
როგორ შეიძლება ადამიანმა ამტკიცო, რომ ალეკო ელისაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს „ლელოსთან“, აი ასეთი ტყუილებით ცდილობენ, რომ ფონს გამოვიდნენ. საერთოდ ანა წითლიძეს რაც შეეხება, ქალბატონი არის სამეგრელოდან ასე პოზიციონირებს და ამბობს, იქედნურად საუბრობს, რომ სად არის ოცდაექვსი ათასი გაუპატიურებული ადამიანი, ტყუილად არ გამისვია ხაზი, რომ ამას სამეგრელოს წარმომადგენელი ამბობდა, იმ რეგიონის წარმომადგენელი, სადაც აღმოაჩინეს კასრები, სადაც ადამიანების ღირსება რომ უბრალოდ აღარ არსებობდა აი ამ ზომამდე რომ მიიყვანეს ადამიანები და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის, კომისიის დასკვნის დართვა რატომ არ უნდოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ამ დასკვნაში მითითებულია, ის საზოგადოებაში ცნობილი კასტილებიანი კაცის აღიარება თუ რა დანაშაული აქვს ჩადენილი, როგორ აუპატიურებდა იგი მაგიდაზე დასკოჩილ ადამიანს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ქალბატონი წითლიძე ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ არაფერი დარღვევა არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილი მათი აპოლოგეტი, მთავარი ფუძემდებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის იდეოლოგი ამბობს, რომ 7 ნოემბერს ადამიანის უფლებების დარღვევა არ ყოფილა და თურმე, არცერთი კანონი არ დაგვირღვევიაო და „ბადრის რა“ ამ შეძახილით რომ გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რას უშვებოდნენ ადამიანებს, როგორ ჩეხდნენ და სისხლის ტალღას ატრიალებდნენ, ეს კანონის დარღვევა თუ არ არის, ასე წარმოუდგენია ესე იგი სამართლებრივი სახელმწიფო „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ ნაციონალურ მოძრაობას რომელიც დღემდე არ ემიჯნება თავის ჩადენილ დანაშაულს, ბოდიშსაც არ იხდის საზოგადოების წინაშე და კიდევ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკური აქტივობით იყოს დაკავებული, ამიტომაც არის რომ შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
