Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც

მარშალ პრესი 10/11/2026
tornike cheishvili

მოპასუხე მხარისგან გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრივ სასამართლოს მისამართით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთი მხრივ, ცდილობდა იმას, რომ დაეშანტაჟებინა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სამომავლო გადაწყვეტილებებთან მიმართებით, მეორე მხრივ ეს შეიძლება შეფასდეს მათივე მხრიდან როგორც კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია აბსოლუტური უპატივცემულობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ“.

ჭეიშვილის თქმით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა კითხვებით გაგრძელდება, სადაც სასამართლოსა და მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა კითხვები დასვან, თუმცა, მისივე თქმით, გასულმა ორმა კვირამ აჩვენა, რომ მოპასუხე მხარე მეათე ხარისხოვანი თემებითა და ყალბი ნარატივით ცდილობს გაექცეს მთავარ კითხვებსა და კონსტიტუციურ ბრალდებას.

„მოპასუხე მხარისგან გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრივ სასამართლოს მისამართით, რომელიც ერთი მხრივ, ცდილობდა იმას, რომ დაეშანტაჟებინა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სამომავლო გადაწყვეტილებებთან მიმართებით, მეორე მხრივ ეს შეიძლება შეფასდეს მათივე მხრიდან როგორც კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია აბსოლუტური უპატივცემულობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ.
ზოგადად ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც და მიმდინარე დავის ფარგლებში. ვინაიდან, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციური წესრიგისა და ინსტიტუტების პატივისცემა იმთავითვე, თუნდაც მაშინ, როდესაც ისინი თავად ბრძანდებოდნენ ხელისუფლებაში არაფრად მიაჩნდა და ეს იყო მათი ხელწერა“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე
Next: არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.