Skip to content
09/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„გონიერი კონტრაქტის” მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდა –

მარშალ პრესი 09/11/2026
tamar zodelava

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დინამიკურად პასუხობდეს ბიზნესგარემოს საჭიროებებს და სერვისები მუდმივად იხვეწებოდეს. ჩვენ სულ ახლახან შევთავაზეთ დაინტერესებულ პირებს „გონიერი კონტრაქტით“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია. ეს არის ძალიან ინოვაციური ციფრული სერვისი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით ინდმეწარმის რეგისტრაცია განახორციელოს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ ინოვაციური სერვისი რამდენიმე თვეა, ამოქმედდა და მხოლოდ ბოლო ორ თვეში უკვე განხორციელდა 400-მდე ტრანზაქცია მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში „გონიერი კონტრაქტის“ შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება:
„ამით, რა თქმა უნდა, არ ვკმაყოფილდებით. უახლოეს მომავალში „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, შპს დაარეგისტრირონ ნებისმიერი წერტილიდან“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.

Post navigation

Previous: თამარ ზოდელავა: „მეწარმეთა შესახებ“ კანონი სთავაზობს ბიზნესის მონაწილეებს თანამედროვე, მოქნილ და, რაც მთავარია, სტაბილურ და სამართლებრივ გარემოს“
Next: 2027 წლის პირველი აპრილი ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა – თამარ ზოდელავა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.