Skip to content
09/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამარ ზოდელავა: „მეწარმეთა შესახებ“ კანონი სთავაზობს ბიზნესის მონაწილეებს თანამედროვე, მოქნილ და, რაც მთავარია, სტაბილურ და სამართლებრივ გარემოს“

მარშალ პრესი 09/11/2026
tamar zodelava

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ „იმედის“ ეთერში გადაცემა „ბიზნესინსაიდერში“ „მეწარმეთა შესახებ“ კანონზე ისაუბრა.

თამარ ზოდელავას თქმით, ეს კანონი ბიზნესის მონაწილეებს სთავაზობს თანამედროვე, მოქნილ და, რაც მთავარია, სტაბილურ და სამართლებრივ ბიზნესგარემოს.

“მეწარმე სუბიქტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან იცოდეს თავისი საქმიანობის წესები, ანუ განჭვრეტადი იყოს ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც არის საქართველოში“, – აღნიშნა თამარ ზოდელავამ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ბიზესსუბიექტებს აძლევს შესაძლებლობას, სარეგისტრაციო პროცესი მარტივად და ნაკლები ბიუროკრატიის გარეშე განახორციელონ.

„ბუნებრივია, რომ უნდა იყოს პროგნოზზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ბიზნესსუბიექტებმა სანდო გარემოში შეძლონ გრძელვადიანად საქმიანობის განხორციელება. სწორედ ეს განაპირობებდა ახალი კანონის შემუშავებას და მიღებას. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გამარტივდა სარეგისტრაციო პროცესები და შეიქმნა ციფრული სერვისები. ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სარეგისტრაციო პროცესი იყოს ნაკლებად ბიუროკრატიული და, ასევე, იყოს ციფრულად ხელმისაწვდომი. ამაზე იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მუდმივად მუშაობს და ავითარებს იმ სერვისებს, რომელთაც სთავაზობს ბიზნესსუბიექტებს“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.

Post navigation

Previous: თამარ ზოდელავა: „რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, სახელმწიფოს ჰქონდეს სრული მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება, პროექტები და პოლიტიკური მიმართულებები“
Next: „გონიერი კონტრაქტის” მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდა –
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.