Skip to content
07/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ნაცისტური პარტია, რომელსაც ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვადასხვა პარტიას

მარშალ პრესი 06/11/2026
archil gorduladze

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დასმული კითხვის შესახებ, „რას ეტყოდით ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს“ განაცხადა, რომ ეს კითხვა „არარელევანტურია“.

„ასეთი კითხვა შეიძლება დაესვათ მაგალითად გერმანიაში 45 წლის შემდეგ, რომ აი რას ეტყოდით მაგალითად ნაცისტური პარტიის ამომრჩევლებსო. ჩემი აზრით ეს კითხვა უბრალოდ არარელევანტურია. თუ ნაცისტური პარტია, რომელსაც ჰქონდა ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჩადენილი ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვადასხვა პარტიას, სხვადასხვა პირს 2004-2012 წლებში და დღესაც მიმდინარე პერიოდშიც ისინი პირდაპირ ებრძვიან კონსტიტუციას, ებრძვიან გადაწყვეტილებების მიმღებს, ქართველ ხალხს ამ ქვეყანაში და ჩვენ ყველა ამომრჩეველს. მათ შორის, მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, რომ კარგად დაფიქრდნენ თუ ვის უჭერენ მხარს, დაინახონ რეალურად თუ რა ძალის ინტერესების გამტარებელი არიან ეს ეგრეთწოდებული პარტიები და თავიანთი არჩევანი გააკეთონ იმ პარტიებზე რომლებისთვისაც ამ ქვეყნის მომავალია მნიშვნელოვანი“- აღნიშნა გორდულაძემ.

კითხვაზე, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, როგორი შეიძლება იყოს სტრასბურგის სასამართლოს შეფასება, გორდულაძე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს ემყარება.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი სარჩელი ემყარება სტრასბურგის დამტკიცებულ სტანდარტებს, სრულად შესაბამისობაში არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან და სტრასბურგის სტანდარტებთან. შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ჩვენი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ალბათობის მაღალი ხარისხით უნდა იქნეს გამარჯვებით დასრულებული დანარჩენი უკვე დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დაიცვას კონსტიტუცია
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.