Skip to content
06/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დაიცვას კონსტიტუცია

მარშალ პრესი 06/11/2026
ARCHIL GORDULADZE

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე არჩილ გორდულაძე “რადიო თავისუფლებასთან” აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, დაიცვას კონსტიტუცია და ყველა იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მას არღვევს, შესაბამისი ზომები გაატაროს.

გორდულაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებული ასეულობით ოჯახი 2012 წლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენას ელოდება. მისივე თქმით, სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები.

“პარტიების აკრძალვის შემდეგ, შემდეგი არჩევნები წარმომიდგენია ზუსტად ისევე, როგორც ეს მოხდა ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში და ევროსაბჭოს წევრ სხვა ქვეყნებში, როდესაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ და შესაბამისად, მათი საქმიანობა შეწყდა, სხვა პარტიებმა მიიღეს მონაწილეობა მრავალპარტიულ არჩევნებში და საზოგადოებასაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ იმ პარტიისთვის დაეჭირა მხარი, რომელსაც თვლიდა მისი იდეების ყველაზე კარგ გამტარებლად.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, რომ სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, რომ დაიცვას კონსტიტუცია და ყველა ის პარტია, რომელიც კონსტიტუციას არღვევს მის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გაატაროს სარჩელის მიმართვის გზით. ზუსტად ამ სამართლიანობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი არის საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებიც”,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
Next: არჩილ გორდულაძე: ნაცისტური პარტია, რომელსაც ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვადასხვა პარტიას
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.