Skip to content
06/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბექა ძამაშვილი: „ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს“

მარშალ პრესი 06/11/2026
beka dzamashvili

„ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, რაც, თავის მხრივ, ძალიან თვალსაჩინო რიცხვია. აღსანიშნავია გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ შესული საჩივრების რაოდენობაც – ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29 სახელმწიფოს და მათგან ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს. ამასთან, 2012 წლის შემდეგ ევროპულ სასამართლოს არცერთ საქმეზე არ დაუდგენია დარღვევა, სადაც პრობლემად დასახელებულა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

ბექა ძამაშვილის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებისთვის ყველაზე ობიექტური და სწორი საშუალება სტრასბურგის სასამართლოში არსებული სტატისტიკის და პრაქტიკის ანალიზია. ამ მაჩვენებლებით კი, საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს.

„დღეს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა სრულ შესაბამისობაში ამ რეალობასთან. ისიც უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ ძალიან ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაციას „Ipsos France“ დაუკვეთა კვლევა სასამართლოს დამოუკიდებლობის აღქმის თაობაზე და ამ მაჩვენებლითაც საქართველოს მონაცემი თითქმის 10%-ით აღემატებოდა ევროკავშირში არსებულ საშუალო მაჩვენებელს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

Post navigation

Previous: გაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.