Skip to content
06/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა

მარშალ პრესი 06/11/2026
11133

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრები საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.

გაერო-ს საჯარო მმართველობის ექსპერტთა კომიტეტის წევრ როლფ ალტერთან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება გაერო-ს მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი და აღნიშნა, რომ გაერო-ს ექსპერტთა კომიტეტსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანი მექანიზმია თანამედროვე და ინკლუზიური საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარასკევ ხარალამპოგიანთან ლანა მორგოშიამ ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები განიხილა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმატებულ ინოვაციებზე, რომლებმაც მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

სლოვაკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიზაციის სამინისტროს გენერალურ მდივან იან გაიდოშთან შეხვედრის ძირითადი თემა იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინსტიტუციური მოდერნიზაციისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით. საუბარი შეეხო ქართულ ინოვაციებს – იუსტიციის სახლებს, მობილურ იუსტიციის სახლს, მომსახურების ერთიან პორტალს, აგრეთვე, ინოვაციურ სერვისს „გონიერი კონტრაქტი“.

შეხვედრებს ესწრებოდნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ: კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს
Next: ბექა ძამაშვილი: „ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს“
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.