ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჟურნალ „მაჭახელას“ მე-11 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად დაესწრო და ჟურნალის დაარსების შესახებ ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მაჭახლის ხეობის ამსახველი ფოტოგამოფენა, მოეწყო ვიდეორგოლის ჩვენება, რითაც სტუმრებს კიდევ ერთხელ გავაცანით ამ უნიკალური კუთხის ბუნებრივი სილამაზე, ისტორია და კულტურული თვითმყოფადობა.
ღონისძიებაზე აღინიშნა გამოცემის მნიშვნელობა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების, ადგილობრივი იდენტობის გაძლიერებისა და მომავალი თაობებისთვის ჩვენი კულტურული ფასეულობების გადაცემის საქმეში.
ჟურნალის პრეზენტაციას, მერთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხელვაჩაურის დელეგატი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე, განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლუარა დუმბაძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები, უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
