Skip to content
04/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივაზე გამოძიება არ დაიწყება

მარშალ პრესი 04/11/2026
prokuratura

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”.

საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, რითაც პროკურატურაში შესულ საჩივართან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. საქმე კალაძის 3 ნოემბრის განცხადებას ეხება, რომლითაც ის მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის გამო გამართულ პროტესტს გამოეხმაურა.

Post navigation

Previous: პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები მოსწავლეებს შეხვდნენ
Next: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჟურნალ „მაჭახელას“ მე-11 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.