Skip to content
04/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში

მარშალ პრესი 04/11/2026
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში, კიევთან აღმოჩენილ საკონცენტრაციო ბანაკთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, მსგავსი ფაქტი გასაკვირი არ უნდა იყოს. მისი შეფასებით, ევროპულ კონტინენტზე არსებული ვითარება პროტესტის მუხტს აძლიერებს და ევროსაბჭოთა სივრცეში გარდაუვალ ტრანსფორმაციას მოასწავებს. „ვინც უკრაინის უახლეს ისტორიას კარგად იცნობს, მათ არ უნდა გაუკვირდეთ კიევთან აღმოჩენილი საკონცენტრაციო ბანაკი, მით უფრო, რომ ნეონაციზმის საუკეთესო მიმდევრები სწორედ უკრაინელები აღმოჩნდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს – კოლაბორაციონისტი პოლიციელების შვილთაშვილები და შთამომავლები.

მე ნამყოფი ვარ ბელორუსში, ხატინის მემორიალზე, რომელიც ფაშისტების მიერ სოფლის გადაწვისა და მისი მცხოვრებლების, მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების, ცოცხლად დაწვის ტრაგედიას ასახავს. ეს სისასტიკე ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ჩაიდინა, რომელიც ისტორიაში უკრაინული ბატალიონის სახელით არის შესული. ვიცით 1943 წლის ვოლინის ტრაგედია, პოლონელების გენოციდის შესახებ – როდესაც ვოლინის ოლქში მცხოვრები ათასობით პოლონელი ეთნიკური ნიშნით გაანადგურეს. ეს ერი [უკრაინელები], სამწუხაროდ, მიდრეკილია ნეონაცისტური წარსულისკენ და დღესაც ხდება იმ ნეონაცისტების გაღმერთება, ნეშტების ზარზეიმით გადმოსვენება და ა.შ.

კიევთან აღმოჩენილ საკონცენტრაციო ბანაკზე ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბუდანოვმა თქვა, რომ, მისი აზრით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მსგავსი სახლები ბევრი ეგულება უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება და დასტური იმისა, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ფაშიზმის დამარცხებაში მონაწილეობა მიიღო. ეს არის ისეთი კოგნიტური დისონანსი და ისეთი ოქსიმორონი ევროპულ კონტინენტზე, რომელიც, გინდა თუ არა, პროტესტის მუხტს უფრო ამძაფრებს. ამიტომ მე ვერ ვხედავ მარტივ გამოსავალს, რომ ხვალ ყველა დაწყნარდება, ურსულა ისევ ურსულა იქნება, ბრიუსელი ისევ ბრიუსელი იქნება. მე ველოდები ტრანსფორმაციას, რომელიც გარდაუვალია ევროსაბჭოთა სივრცეში, რადგან ბუმერანგის პრინციპი მუშაობს – საბჭოთა იმპერიის დანგრევას უნდა მოჰყვეს მეორე იმპერიის დანგრევა, რომელიც შესაძლოა იმაზე უფრო დიდი სიმახინჯე იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი,”-განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: ლევან ჭოტორლიშვილი: ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში
Next: პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები მოსწავლეებს შეხვდნენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.