„არის თუ არა სამართლიანობის თუნდაც ნაწილობრივ აღდგენა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ციხეში? ის უკვე მეხუთე წელია საპყრობილეშია და კიდევ კარგა ხანს მოუწევს. რა თქმა უნდა, დღევანდელი პატიმრობა გაცილებით კომფორტულია, ვიდრე მისი პერიოდის ციხეებში იყო, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ მისი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს კომფორტული ციხე არანაკლებ მძიმედ გადასატანია, ვიდრე იმ ადამიანებისთვის, ვინც მისი რეჟიმის დროინდელ ციხეში სასტიკი წამების მსხვერპლნი იყვნენ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ის, პასუხისმგებლობას იზიარებს იმაზე, რომ დღეს ჯერ კიდევ არის საუბარი სამართლიანობის აღდგენაზე და ეს პროცესი ბოლომდე არ არის მიყვანილი.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტი ძალაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაუქმდეს, თუმცა რეჟიმის მიერ ქონებაწართმეული ხალხისთვის, მატერიალურ ნაწილში, სამართლიანობა ნაწილობრივ მაინც უნდა აღდგეს.
„წამების კვალი სამუდამო დამღად რჩებათ ადამიანებს. მარტო ფიზიკურ კვალზე არ არის საუბარი, არის სტრესი, რომელიც ადამიანმა გაიარა და მისი სულიდან, მისი გონებიდან, მისი ფსიქიკიდან და მეხსიერებიდან ვეღარასდროს წაიშლება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ვარ და თითქმის 10 წლის განმავლობაში ვიყავი პოლიტსაბჭოს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეხუთე წელია, მმართველ პარტიასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო მე და ჩემი მეგობრები ოპოზიციაში გადავედით, ბუნებრივია, პასუხისმგებლობას ვიზიარებ იმაზე, რომ დღეს ჯერ კიდევ ვლაპარაკობთ სამართლიანობის აღდგენაზე და ეს პროცესი ბოლომდე არ არის მიყვანილი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი, „ხალხის ძალა“, დღეს ოპოზიციაში ვართ, საკონსტიტუციო სარჩელში ყველანი ვართ ერთიანი, რადგან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის – ამ დანაშაულებრივი პარტიისა და მისი განაყოფების – აკრძალვით, ნაწილობრივ მაინც აღდგება სამართლიანობა, რასაც ამდენი წელია ითხოვს ჩვენი მოსახლეობა.
საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების ლიდერებს პიროვნულადაც აეკრძალოთ არჩევნებში პასიური ხმის უფლება. მე პირადად ვეთანხმები ამ მოთხოვნის სამართლიანობას, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიქცევით ისე, როგორც „ნაცები“ იქცეოდნენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ ფარგლებში, რასაც ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა განსაზღვრავს.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პარტიას არაკონსტიტუციურად ცნობს და მას რეგისტრაციას გაუუქმებს, ხოლო ამის შემდეგ ამ პარტიების ლიდერები კვლავ შეეცდებიან მსგავსი შინაარსისა და მიზნების მქონე ახალი გაერთიანების შექმნას, არსებობს სწრაფი სამართლებრივი მექანიზმები ასეთი ქმედებების აღსაკვეთად.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის შესაძლებელი სამართლიანობის სრულად აღდგენა:
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავაცოცხლებთ იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა იმსხვერპლა, ვინც ქუჩაში დახვრიტა, წამებით მოკლა ციხეებში ან ვისაც, მძიმედ დაავადებულს, მკურნალობაზე უარი უთხრეს და ა.შ. ასევე, წამების კვალი სამუდამო დამღად რჩებათ იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის ციხეების ჯოჯოხეთი გამოიარა. მარტო ფიზიკურ კვალზე არ არის საუბარი, არის სტრესი, რომელსაც წამება ტოვებს და რომლის კვალიც მისი სულიდან, მისი გონებიდან, მისი ფსიქიკიდან და მეხსიერებიდან ვეღარასდროს წაიშლება.
მაგრამ, მეორე მხრივ, არის თუ არა სამართლიანობის თუნდაც ნაწილობრივ აღდგენა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ციხეში? ის უკვე მეხუთე წელია საპყრობილეშია და კიდევ კარგა ხანს მოუწევს. რა თქმა უნდა, დღევანდელი პატიმრობა გაცილებით კომფორტულია, ვიდრე მისი პერიოდის ციხეებში იყო, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ მისი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს კომფორტული ციხე არანაკლებ მძიმედ გადასატანია, ვიდრე იმ ადამიანებისთვის, ვინც მისი რეჟიმის დროინდელ ციხეში სასტიკი წამების მსხვერპლნი იყვნენ.
სააკაშვილთან ერთად სასჯელს იხდის მისი რეჟიმის არაერთი შემოქმედი, ზოგმა უკვე მოიხადა, ზოგიც დღემდე იძებნება. სამწუხაროდ, სასჯელები ხშირად არ იყო ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი, რაც გაკეთდა, იყო ამნისტია, რომელიც გავრცელდა იმ საქმეებზეც, რომლებზეც სასჯელი ჯერ არ იყო გამოტანილი და, შესაბამისად, ეს ამნისტია სისხლიანი რეჟიმის შემოქმედთაც შეეხოთ. ნამდვილად ჯობდა, რომ გარკვეული ტიპის საქმეებზე ამნისტია არ გაგვევრცელებინა. მაგალითად, წამებაზე – როგორ შეიძლება, რომ ადამიანების წამებაში მსჯავრდებულ პირებს შეეხოთ ამნისტია?!
„ნაციონალური მოძრაობა“ – ეს არის ბოროტი ძალა, რომელიც უნდა გაუქმდეს და გაუქმდება კიდევაც. თუმცა, ცხადია, ძალიან მადარდებს და მტკივა არის ის, რაზეც ისაუბრეს დღევანდელმა სტუმრებმა, ქალბატონმა მარიამ რატიანმა და ნანა ქადაგიშვილმა. რა ეშველება მათი ოჯახების განადგურებულ ბიზნესებს? როცა მარიამმა და მისმა ოჯახმა ამდენი გადაიტანეს და დღეს არათუ წარმატებული ბიზნესი, საკუთარი სახლი არ აქვთ, სადაც თავს შეაფარებენ და ქუჩაში არიან დარჩენილი, მაშინ ხელისუფლება, გამოძიება და სამართალი უნდა იყოს ბევრად უფრო ეფექტური და სწრაფი, რომ ასეთი ადამიანებისთვის ნაწილობრივ მაინც არშდგეს. იგივეა ქალბატონ ნანა ქადაგიშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებითაც.
დღეს ჩვენთან არის ყინწვისის საქმის ერთ-ერთი დაზარალებიული, სასტიკად ნაწამები ნიკა გოგუაძე. რამდენადაც ვიცი, ამ საქმის დაზარალებულთა ნაწილსაც მონაწილეებსაც სასამართლოში აქვთ საქმე შეტანილი სასამართლოში და ითხოვენ ზარალის კომპენსაციას. იმის გარდა, რომ ისინისასტიკი წამების მსხვერპლნი არიან, ბევრ მათგანს ქონებაც წაართვეს.
მესმის, რომ ყველას ყველაფერი ვერ დაუბრუნდება, მაგრამ მატერიალურ ნაწილში სამართლიანობა ნაწილობრივ მაინც უნდა აღდგეს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
