Skip to content
03/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TVპირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

მარშალ პრესი 03/11/2026
david asatiani

ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ითხოვს „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარყონ დეზინფორმაცია და სამართლებრივი გზით აგონ პასუხი გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა დავით ასათიანმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ შეიტანა.

როგორც უფლებადამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პირს დანაშაულს აბრალებენ, მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

„სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანია შპს „TVპირველი“ და შპს „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი რეალობასთან არ გააჩნია და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმებით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის [ბერას] კრიმინალურ დაჯგუფებასთან ჰიპოთეზურ კავშირს და ა.შ. სარჩელის დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას. ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია სინქრონულად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიის, საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსების მხრიდან და ამას არ აქვს გამართლება. მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
Next: სოზარ სუბარი: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად ცნობს და მას რეგისტრაციას გაუუქმებს, ხოლო ამის შემდეგ ამ პარტიების ლიდერები კვლავ შეეცდებიან მსგავსი შინაარსისა და მიზნების მქონე ახალი გაერთიანების შექმნას, არსებობს სწრაფი სამართლებრივი მექანიზმები ასეთი ქმედებების აღსაკვეთად
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.