Skip to content
02/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე – დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი არის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია

მარშალ პრესი 02/11/2026
irakli kobakhidze

დიპლომატიურ ურთიერთობებზე ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ამ ურთიერთობების აღდგენას, სამწუხაროდ აქვს კონკრეტული ბარიერი, ეს ბარიერი თუ აღარ იქნება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, მზად ვართ საუბრისთვის, მაგრამ დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი არის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

„ჩვენი მიზანია, ბუნებრივია, გავაძლიეროთ ჩვენი კომუნიკაციის არხი. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, ჰუმანიტარული საკითხები. მე მინდა გითხრათ, რომ უკვე ძალიან ეფექტურად დაიწყო მუშაობა ბატონმა გიორგი ზურაბიშვილმა და მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ​ეს ჩვენი საქმეა, ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფო საქმე, სახელმწიფო მუშაობს და ამ მუშაობას ექნება კონკრეტული პრაქტიკული შედეგები“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის საზეიმო გახსნასა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
Next: კახა კალაძე: ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.