Skip to content
02/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის საზეიმო გახსნასა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მარშალ პრესი 02/11/2026
received_1065460506501410

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატ ვასილ ჩიგოგიძესთან, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთის ჭადრების პარკში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის საზეიმო გახსნასა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ერისიონი“, „ბასიანი“, „დიდგორი
“, „შემოქმედი“, „მართვე“, აგრეთვე ტრისტან სიხარულიძე, ფოლკლორის ცენტრის გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლა.

კონცერტს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გენერალური დირექტორი გიორგი დონაძე და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, ფონდ „ქართული გალობის“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

Post navigation

Previous: გლდანის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს
Next: პრემიერი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე – დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი არის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.