Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს

მარშალ პრესი 13/07/2022
იუსტიციის სამინისტრო

საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს. ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში რატი ბრეგაძე პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს, მათ შორის ელექტრონული სერვისების განვითარებისა და ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროებში. საუბარი შეეხო, აგრეთვე ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის მიმდინარეობას.

პორტუგალიის იუსტიციის მინისტრის გარდა, რატი ბრეგაძემ შეხვედრები გამართა გერმანიის, ჩეხეთის, საბერძნეთის იუსტიციის მინისტრებთან. დარგობრივი თემების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან სასაუბრო თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო.

პრაღაში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფებოდა. ერთ-ერთი განსახილველი თემა სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესება იყო.

მინისტერიალს, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.

Post navigation

Previous: Reuters: ევროკომისიის გეგმის თანახმად, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა, რათა რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შესაძლო შემცირებისთვის მოემზადონ
Next: დმიტრო კულება: უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთთან სალაპარაკო არაფერი აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.