Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

Reuters: ევროკომისიის გეგმის თანახმად, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა, რათა რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შესაძლო შემცირებისთვის მოემზადონ

მარშალ პრესი 13/07/2022
ევროკავშირი

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა, რათა რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შესაძლო შემცირებისთვის მოემზადონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის გეგმაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირი რუსული გაზის მიწოდების პოტენციური შემცირებისთვის ემზადება – სცენარი, რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკების რეცესია შეიძლება გამოიწვიოს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის გეგმას გაეცნო, რომელიც 20 ივლისს უნდა გამოქვეყნდეს.

კერძოდ, ევროკომისიის გეგმა წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს მრეწველობისთვის ფინანსური სტიმულები შემოიღონ, რათა გაზის მოხმარება შეამცირონ, მრეწველობასა და ელექტროსადგურებში გამონაბოლქვ გაზზე გადავიდნენ და საინფორმაციო კამპანიები განახორციელონ, რათა მომხმარებლებს გათბობისა და კონდიციონირების სისტემის მოხმარების შემცირებისკენ უბიძგონ.

ევროკავშირი მიზნად ისახავს უზრუნველყოს რაც შეიძლება მეტი გაზი განთავსდეს საცავებში და შეიქმნას მიწოდების მარაგი ზამთრისთვის, როდესაც გაზზე მოთხოვნა პიკს მიაღწევს.

Continue Reading

Previous: საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ადამიანზე, საუბარია სისტემაზე – მარკეტკა გრეგოროვა ოლიგარქიაზე
Next: საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025